ციფრული სასწორი და სუფრა

საოჯახო სამზარეულოების ბიზნესი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ასეთ კვების ობიექტებში კერძების გაყიდვა ხდება როგორც ულუფებით, ისე წონით. ეს კი სასწორის გამოყენების აუცილებლობას წარმოქმნის. საოჯახო სამზარეულოს ტიპის ობიექტებისთვის ძვირადღირებული შტრიხკოდიანი სასწორები მიუწვდომელია, ხოლო ჩვეულებრივი სასწორი (კომპიუტერთან კავშირის გარეშე) - უსარგებლო.

სარესტორნო კომპიუტერული პროგრამების კომპლექს „სუფრას“ პირდაპირ - USB პორტის საშუალებით - უერთდება ელექტრონული ციფრული სასწორი. ეს პროგრამას საშუალებას აძლევს კომპიუტერში არჩეული კერძის რაოდენობა უშუალოდ სასწორიდან წაიკითხოს.

ჩვეულებრივ ობიექტებზე იყენებენ სასწორებს, რომლებიც წებოვან ქაღალდზე ბეჭდავს ე.წ. შტრიხკოდს (საქართველოში ასეთ სასწორებს ჰყიდის მაგალითად კომპანია "სოთკო"). შტრიხკოდიან ქაღალდს მწონავი აკრავს მომხმარებლის პარკს, ხოლო მოლარე შემდგომში იყენებს ე.წ. BarCode Reader-ს (შტრიხკოდის წამკითხველ პისტოლეტს) შტრიხ კოდის წაკითხვისა და კომპიუტერში რეგისტრაციისათვის. ასეთ სასწორებს სჭირდება პროგრამირება, ასაწონი პროდუქტების სიის მომზადება და სასწორში ჩატვირთვა. ასეთი სასწორები მოხერხებულია დიდ სუპერმარკეტებში, მაგრამ არა კვების ობიექტებზე, სადაც ამწონი და მოლარე-ოპერატორი ერთი და იგივე პიროვნებაა.

კომპიუტერული პროგრამების კომპლექს "სუფრას" საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდა სპეციალური პროექტი იმ კვების ობიექტებისათვის, რომლებიც წონით ჰყიდიან თავიანთ პროდუქციას. პროექტი ითვალისწინებს ფართოდ გავრცელებული, ყველაზე იაფიანი სასწორების მიერთებას კომპიუტერულ სისტემასა და პროგრამა "სუფრასთან". სასწორების ეს ტიპები (მაგ. ACS-A9LE ან რაიმე მისი მსგავსი), რომლებიც კარგად არის ცნობილი, შეგიძლიათ იხილოთ სურათზე:

Digital Scale

ამ ტიპის სასწორების ღირებულება საქართველოში 15-20 აშშ დოლარის ეკვივალენტია. სასწორის მიერთება კომპიუტერთან ხდება სპეციალური მიკროპროცესორული დაფის მეშვეობით. მთლიანად ასეთი სასწორის მიერთება პროგრამა „სუფრასთან“ დაახლოებით 100-150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ჯდება. სასწორის გამოყენება მარტივია - თქვენ მენიუდან უთითებთ კერძს, ხოლო მის წონას პროგრამა პირდაპირ სასწორისგან იღებს.

Digital Scale and Suphra